ახალი ამბები
ზუგდიდში მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში
ზუგდიდში მამაკაცს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მძიმე, კომატოზურ მდგომარეობაშია.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი) დაიწყო.
Print