ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში, კორპუსში დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მრიცხველს გაუჩნდა.


ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და პოლიცია. აღნიშნულის გამო ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა. შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა.
Print