რეგიონი
გალში გატაცებული ბიზნესმენის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გატაცებული გალელი ბიზნესმენის ჯემალ სოსელიას საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო. თავისუფლების უკანონო არკვეთის მუხლით საქმეს აფხაზეთის დეპარტამენტი იძიებს.

ოფიციალური პირები ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობდნენ, რომ გატაცებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ წაიყვანეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა გამოძიების დაწყების მიზეზი.

ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გალში, ენგურჰესის მიმდენარედ მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიტაცეს. ე.წ. ოფიციალური უწყების განცხადებით, მათ გატაცების შესახებ შეტყობინება 5 სექტემბერს მიიღეს.





Print