რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის გამო შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში Covid 19-ის 15 ახალი შემთხვევაა.

ამ დრომდე გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 53 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 მძიმე მდგომარეობაშია.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ვირუსის 532 შემთხვევა გამოვლინდა. უკვე გამოჯანმრთელდა 164 პაციენტი, 6 კი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში მასობრივ თავშეყრასთან დაკავშირებით სპეცფიალური ზომებია დაწესებული, მათ შორის, საუბარია დაკრძალვაზე, სადაც მხოლოდ ახლო ნათესავები დაიშვებიან. ე.წ. ოფიციალურ უწყებაში აცხადებენ, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად ყველა სიფრთხილის ზომას მიმართავენ.
Print