ახალი ამბები
საბერიოში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდგინა
14 სექტემებრს ზუგდიდში ახალ კორონავირუსზე 406 ნიმუში გაიტესტა. აქედან, ინფექცია 2 პირს დაუდასტურეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული სამბერიოს მკვიდია.

მისივე ცნობით, გუშინ, გვიან ღამით ოკუპირებული სოხუმიდან 1 კოვიდდადებითი პაციენტი გადმოიყვანეს და ის ქუთაისი კოვიდმიმღებ ცენტრში მოათავსეს.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის 170 პირს დაუდგინდა.
Print