ახალი ამბები
სვანეთში სესხების გადავადების მოთხოვნით აქცია გაიმართა
მესტიის შესასვლელთან საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი სამომხმარებლო სესხების გადავადებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი ძირითადი შემოსავალი ტურიზმზეა დამოკიდებული და სეზონის ჩავარდნის გამო სესხებს ვერ იხდიან.

"ახლა გვითხრეს, რომ პრემიერ-მინისტრმა შემოგვითვალა, რომ მზად არის მთავრობამ ამ თემაზე მუშაობა დაიწყოს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობა მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზაობას აცხადებს. მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
Print