რეგიონი
ე.წ. საბერიოს კლასტერი ფართოვდება
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გატესტილი 399 ნიმუშიდან, 6 პირს კოვიდ-19 დაუდასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, 6-ვე შემთხვევა ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოს კლასტერს უკავშირდება. მალხაზ თორიას ცნობით, ინფიცირებულებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გადმოიყვანენ და კოვიდ მიმღებ ცენტრებში გადაანაწილებენ.

რაც შეეხება მარტვილელ პოლიციელს, გუბერნიაში ამბობენ, რომ მისი 7-ვე კონტაქტი მოძიებულია და ყველა მათგანი კარანტინშია გადაყვანილი. მათი ბიოლოგიური ნიმუში აღებულია და ანალიზების პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ინფიცირებული პოლიციელი რუხის კლინიკაში გადის მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის, რუხის საავადმყოფოში 58 პაციენტი იმყოფება.

Print