ახალი ამბები
სენაკსა და ფოთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გუბერნია
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა. მისივე თქმით, ერთი შემთხვევა ფოთში, ხოლო მეორე სენაკში გამოვლინდა.

„ორივე მათგანი არის ქალბატონი. ფოთის მკვიდრი წარმოადგენს ბათუმის კლასტერს, ხოლო სენასკის მაცხოვრებლის კონტაქტის დადგენა მიმდინარეობს. სენაკელი ქალი მუდმივად არ ცხოვრობს ჩვენს რეგიონში, ის ძირითადად თბილისში ცხოვრობს და მიმოსვლები ჰქონდა, მიმდინარეობს კვლევა“, - აღნიშნა თორიამ.

ამ დროის მონაცემებით, რეგიონის საკარანტინე სივრცეში სულ 114 მოაქალაქეა მოთავსებული.

Print