ახალი ამბები
კოვიდ -19: სოხუმში 5 ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ ამოქმედდება
სოხუმში 5 ოქტომბრიდან კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო გარკვეული შეზღუდვები ისევ ამოქმედდება. შასაბამის ბრძანებას, "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, წერს "აფსადგილ ინფო". შეზღუდვები ითავლისწინებს მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარების აკრძალვას დახურულ შენობებში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კულტურული დაწესებულებებისათვის, რომლებიც ვალდებულები იქნებიან შეასრულონ გარკვეული მოთხოვნები კორონავირუსის პრევენციის მიზნით.  

კვების ობიექტებს ევალებათ მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მაგიდები ერთმანეთისგან სულ მცირე 1.5- მეტრიანი დაშორებით განათავსონ. საკვების, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ტანსაცმლის ბაზრობების ადმინისტრაციებმა სოხუმსა და რეგიონებში ყოველდღიურად უნდა განახორციელონ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

ამავე ინფორმაციით, "განათლების სამინისტროს" დაევალა, ადგილობრივ ადმინისტრაციებთან ერთად, უზრუნველყონ სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინდივიდუალური საშუალებებით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე 93 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 26 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 72 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 782 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 226 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.





Print