ახალი ამბები
მებაჟეებმა ფოთის გეზში არადეკლარირებული ჯართი აღმოაჩინეს
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. კერძოდ, ამოღებულია, მეორადი მოხმარების ლითონის ჯართი, რომლის ღირებულებამ 78,677 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


Print