ახალი ამბები
ენმ-მ როლანდ ფიფია აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს მაჟორიტარობისთვის აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში როლანდ ფიფია იბრძოლებს. ის კანდიდატად პარტიის ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა წარადგინა.

"როლანდმა და მისმა ჯგუფმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტისა და ტურიზმის განვითარებაში. ის ზრუნავდა და მომავალშიც იმუშავებს ქართული ეკონომიკის განვითარებაზე, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები", - თქვა უდუმაშვილმა. 

აღნიშნულ ოლქში ფიფიას კონკურენტები "ევროპული საქართველოდან" ლელა ქებურია, მმართველი გუნდიდან კი ალექსანდრე მოწერელია იქნებიან.
Print