ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაადასტურა
სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 160 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან 46-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს "აბხაზია ინფორმი".

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1332 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 400, გარდაცვლილია - 9 ადამიანი.

გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 117 - ს Covid-19 დაუდასტურდა, 14 - მძიმე მდგომარეობაშია.





Print