ახალი ამბები
ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს გაანახლებენ, სკოლებსა და უნივერსიტეტბში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება
აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან, ხოლო საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

შესაბამისად, უნივერსტიტეტები და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენ, ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაახლონ მეცადინეობები", - განმარტა მინისტრმა.

ოგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ასევე ძალაში რჩება 1-ელი ოქტომბრიდან, აჭარის გარდა, სწავლის განახლება 1-ელი-მე-6 კლასებისთვის საკლასო ოთახებში.

„1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ისინი საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლები თუ გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ონლაინ ისწავლონ მათმა შვილებმა და სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელონ, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ჩხენკელმა.

Print