ახალი ამბები
სოხუმი: COVID-19- თან ბრძოლაში აფხაზ ექიმებს ბაშკირეთიდან ჩასული მედიკოსები დაეხმარებიან
COVID-19 - ის წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზ მედიკოსებს ბაშკირეთიდან ჩასული კოლეგების გუნდი დაეხმარება, წერს „აფსადგილ ინფო“. ამავე ინფორმაციით, მედიკოსები უკვე რესპუბლიკაში იმყოფებიან და ადგილზე ეცნობიან სიტუაციას. ისინი აფხაზეთში 21 დღეს დაჰყოფენ.

გამოცემის ცნობით, აგვისტოში, აფხაზეთში ამავე მიზნით იყვნენ ჩასულები მედიკოსები ყარაჩაევო - ჩერქეზეთიდან, ყირგიზეთიდან და ამურის ოლქიდან.

სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 46 შემთხვევა დაადასტურა. 27 სექტემბრის მონაცემებით. გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 117 - ს Covid-19 დაუდასტურდა, 14 - მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1332 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 400, გარდაცვლილია - 9 ადამიანი.

Print