ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსისგან მე - 10 პაციენტი გარდაიცვალა
სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით 28 სექტემბერს გუდაუთის ჰოსპიტალში 58 წლის კოვიდ დადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მამაკაცი 9 სექტემბერს გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონიის ფონზე, ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანებით. მას თანმხლები ქორნიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა. მანამდე მას სახლში მკურნალობდნენ, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. 20 სექტემბერს პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, წერს "აფსადგილ ინფო".

შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 96 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან 20 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა,  გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებაში 114 პაციენტი მკურნალობს, მათგან 106 - ს Covid -19 დაუდასტურდა, 14 - მძიმე მდგომარეობაშია. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1352 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 434, გარდაცვლილია - 10 ადამიანი.



Print