ახალი ამბები
აფხაზეთში კოვიდდადასტურებული მე - 11 პაციენტი გარდაიცვალა
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას "აბხაზია ინფორმი"ავრცელებს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

62 წლის მამაკაცი 23 სექტემბერს შეიყვანეს ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, მანამდე ის სახლში მკურნალობდა, მას შემდეგ. რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, მიუხედავად მედიკოსების მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ნათქვამია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე აფხაზურმა მედიამ 28 სექტემბერს 58 წლის კოვიდ დადასტურებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

29 სექტემბრის მონაცემებით, გასული დღე - ღამის განმავლობაში 92 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან 35 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. სულ გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებაში 116 პაციენტი მკურნალობს, მათგან 108 - ს Сovid  -19 დაუდასტურდა, 16 - მძიმე მდგომარეობაშია, წერს გამოცემა.  

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1387 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 493, გარდაცვლილია - 11 ადამიანი.




Print