ახალი ამბები
ზუგდიდში საოლქო და საუბნო კომისიის წევრები ენმ-დან ეთიკის კოდექსს ხელს არ აწერენ
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია გაწერელია და 107 უბნის წარმომადგენელი ამავე პარტიიდან ეთიკის კომიქსს ხელს არ აწერს. შესაბამისი განცხადება გაწერელიამ საოლქოში უკვე შეიტანა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცესკო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არაგამჭვირვალე და არასამართლიან ქმნის და მსგავს პირობებში ცესკოს მხრიდან ეთიკის კოდექსზე ხელმოწერის მოთხოვნა მიუღებელია.

გარდა ამისა, პარტიიდან წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიის წევრების მხრიდან ენმ-სადმი არაკოლეგიალური დამოკიდებულებაა.

„ეთიკის ქოდექსი გულისხმობს ურთიერთპატივისცემას, გამჭვირვალობას, კოლეგიალობას, თუმცა ვხედავთ, რომ ჩვენ მიმართ არის დისკრედიტაცია, ძალადობა, დაშინება. ვაქრთ სოლიდარულები მარნეულში ჩვენი წარმომადგენლების მიმართ საოლქოში და პროტესტის ნიშნად არ ვაწერთ ხელს ამ კოდექსს“, - აღნიშნა გაწერელიამ.

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო და აღნიშნულ კოდექსზე ენმ-ს არცერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ იქნება.

Print