ახალი ამბები
წალენჯიხაში, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სოფელში მერის წარმომადგენლის მამუკა ჩხაპელიას ინფორმაციით, მამაკაცები სანადიროდ იყვნენ წასულები, რა დროსაც სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად ამავე სოფლის მკვიდრი 33 წლის ჯ.ა. გარდაიცვალა.

„მამიდაშვილ-ბიძაშვილები არიან. სანადიროდ ყოფილან წასულები და წუხელ გვიან ღამით მოხდა ეს უბედურება. სხვა რამე არც კი განიხილება, გაუფრთხილებლობაა. ერთად გაზრდილები არიან, წარმოუდგენელი უბედურება მოხდა სოფელში“, - თქვა ჩხაპელიამ.

შს სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ცნობით, შემთხვევის მონაწილე ერთი პირი დაკავებულია.

Print