ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 6 640 გახდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 229 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 3 419 -ს შეადგენს.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმს 5 392 მოქალაქე გადის, სტაციონარში 836 პაციენტი იმყოფება, ხოლო კოვიდ მიმღებ სასტუმროებში 1 100 ადამიანია მოთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

Print