რეგიონი
ჩხოროწყუში ორი მაღაზია ერთდროულად გაქურდეს
ჩხოროწყუს ცენტრში ორი მაღაზია გასულ ღამეს გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ორივე ობიექტიდან წაღებულია თანხა.

ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე შს სამინისტრომს გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

სამართალდამცავები ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.



Print