ახალი ამბები
სოხუმის ცენტრში შეიარაღებულმა პირებმა მაღაზია დააყაჩაღეს
დღეს, დაახლოებით, დილის 11 საათზე ნიღბიანი შეიარაღებული პირები სოხუმში, მშვიდობის გამზირზე მდებარე მაღაზია "გუმისთაში" შეიჭრნენ. თვითმხილველების თქმით, მათ ჩაამსხვრიეს ვიტრინები და წაიღეს საიუველირო ნაწარმი, ძირითადად ვერცხლის ნაკეთობები და მიიმალნენ. ინფორმაციას და ვიდეო სათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებულ კადრებს "აბაზა - ტვ" ავრცელებს. მათივე ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებს ატარებს








Print