ახალი ამბები
შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერ ქარს ვარაუდობენ
6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, 30 მ/წმ - ს გადააჭარბოს.


Print