ახალი ამბები
ფოთში შემოტანილი გაყინული ხორცი გაანადგურეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ბრაზილიიდან 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი შემოიტანეს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეუსაბამობის გამო, გაყინული ღორის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, გაყინული ხორცი გაანადგურეს.



Print