ახალი ამბები
სირიაში ე.წ. "აფხაზეთის საელჩოს" გახსნა სამართლის უხეში დარღვევაა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ფაქტს აფასებს, როგორც სამართლის უხეშ დარღვევას.

"სირიაში ე.წ. "აფხაზეთის საელჩოს" გახსნა დამასკოს მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და მომავალშიც დაგმობს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", - წერს პრეზიდენტი.

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა. „საელჩო“ კი დღეს, 6 ოქტომბერს უნდა გაიხსნას.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.


Print