ახალი ამბები
სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ
სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ. ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მოზარდი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს.

ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Print