ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-ზე სულ 290 პირი გამოიკვლიეს, წერს "აფსადგილ ინფო", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 134 პაციენტის მოთავსებული, მათგან 110 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1 976 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 668 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია - 16 ადამიანი.



Print