ახალი ამბები
გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში Covid 19 - ზე სულ 288 პირი გამოიკვლიეს, მათგან 95 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს "აბხაზია ინფორმი".

ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში ინფექციურ განყოფილებაში 137 პაციენტის მოთავსებული, მათგან 112 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა, 22 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შტაბის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს გუდაუთის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა. ისინი სხვადასხვა დროს შეიყვანეს ჰოსპიტალში დადასტურებული კოვიდ ინფექციით, ამავე ცნობით, მათ ჰქონდათ თანხმლები ქრონიკული დაავადებები და მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური მკურნალობისა, მათი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 2071 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 811 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია - 19 ადამიანი.

Print