ახალი ამბები
ანაკლიაში სასტუმროს ასაშენებლად მიწა სიმბოლურ ფასად იყიდება
სახელმწიფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას სიმბოლურ ფასად ყიდის. საუბარია 4946 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილზე ინვესტორმა სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენოს და 5 მილიონის ღირებულების ინვესტიცია განახორციელოს, რაც გასულ წელს გამოცხადებულ აუქციონის საინვესტიციო პირობებზე ორჯერ ნაკლებია. ამასთან, ინვესტორმა მინიმუმ 20 ადამიანი უნდა დაასაქმოს. შესაბამისი სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

აუქციონში მონაწილეობის მიღება 22 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.







Print