ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ" მესტიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა ენუქიძე წარადგინა
მესტიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი გოჩა ენუქიძე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ წარადგინეს. 

"ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვწყვეტთ. ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ - ღირსეული გამარჯვება უნდა დავიცვათ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციებს, ღირსებით, მოთმინებით, სამართლიან ბრძოლაში, მშვიდად, კიდევ ერთხელ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გამარჯვება გავხადოთ მესტიის და სრულიად საქართველოს გამარჯვება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ 20 მილიარდ ლარს ჩადებს, ამ თანხის დიდი ნაწილი კი სვანეთისკენ იქნება მიმართული. 


Print