ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა 230 პირს ჩაუტარდა და მათგან 87-ს ინფექცია დაუდასტურდა.

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 158 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid19-ით ინფიცირების 2257 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა ჯამური რაოდენობა 829-ს შეადგენს.​ კორონავირუსისგან გარდაიცვალა 21 პირი.
Print