ახალი ამბები
წალენჯიხელი მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის მცხოვრები შუახნის მამაკაცი თანასოფლელებმა ხრამში გადაჩეხილი იპოვეს. მას მაშველები და ადგილობრივები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებნდნენ. დღეს კი სამძებრო სამუშაოებში ვერტფმრენიც ჩაერთო. ცხედარი ხრამიდან ჯერ არ ამოუყვანიათ. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სქურის ტყეში მოცვის საკრეფად ხშირად დადიოდა. აქაურები ვარაუდობენ, რომ უამინდობის გამო მას, შესაძლოა, გზა აებნა.

მედიისთვის მამაკაცის გაუჩინარების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აღნიშნული განცხადება სამაშველო სამსახურმა გააავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში, ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც", - ნათქვამი იყო ინფორმაციაში.






Print