ახალი ამბები
მალხაზ თორია ენმ-ს ბრალდებებზე: სიცრუის ტირაჟირების გარდა, სხვა რა დარჩენიათ
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს, წინასაარჩევნო პროცესებში პოლიციელების იძულებით ჩარევასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა. მალხაზ თორია ენმ-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

"არჩევნები მიმდინარეობს თანასწორუფლებიან გარემოში, ყველა კანდიდატს, პარტიას აქვს შესაბამისი საშუალება, კანონის დაცვით იმოქმედოს და იმუშაოს. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ და ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას", - თქვა თორიამ.

ენმ-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე  მმართველ პარტიას პოლიციელების წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, სამართალდამცავები საარჩევნო უბნებს არიან მიმაგრებულები და აქვთ დავალება ესა თუ ის უბანი ნებისმიერ ფასად მოიგონ.

ამავე თემაზე:

ენმ: "ქართული ოცნება" პოლიციელებს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს
Print