ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტია ზუგდიდში მხარს გიგი უგულავას უჭერს
„ლეიბორისტული პარტია“ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გიგი უგულავას უჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შალვა ნათელაშილი ამბობს, რომ უგულავა სამეგრელოში ამ ეტაპზე ერთადერთი გამოცდილი და ქარიზმატული პოლიტიკოსი გიგი უგულავაა.

„ ქართულ პოლიტიკაში ამინდს ქმნის ზუგდიდი და სამეგრელო. ორ კვირაში ზუგდიდს შეუძლია ჩვენს ქვეყანას მოაცილოს ოკუპანტი და დამპყრობელი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელისუფლება, დაუბრუნოს ჩვენს ხალხს ძალაუფლება, რის შემდეგაც ენგურს გაღმა დავიწყებთ მსვლელობას და გავალთ ფსოუმდე. დავირბუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაც ჩვენი დასაბრუნებელია. ეს დიდი ისტორიული მისია აკისრია ზუგდიდს და სამეგრელოს და მე ვიცი, რომ 31 ოქტომებრს გამარჯვების დროშები იქნება აფრიალებული მთელი საქართველოს და დემოკრატიული მსოფლიოს სასიხარულოდ. ბატონი გიგი უგულავა დღეს არის ერთადერთი ქარიზმატული და გამოცდილი პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია ენდო და დაეყრდნო. ეს არის ჩემი პირადი პოზიციაც და რეალობაც. ის, როგორც ხელისუფალი, იყო ღირსეული ოპონენტი და არის ღირსებული თანამებრძოლი“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.

თავის მხრივ, შეკრებილებს მიმართა გიგი უგულავამაც. მან ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მხარს უჭერს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ის ყველას მაჟორიტარი იქნება, უჭერს თუ არა მას ხმას.

„ ჩემთვის ეს დიდი პატივია და დიდი პასუხისგმებლობაა, რადგან მე ვაპირებ გამარჯვებას და მინდა ვიყო, ყველა ზუდგიდელის მაჟორიტარი, მხარს დამიჭერენ თუ არა. ერთობა იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ რეალური, ხელშესახები, გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ აქ ზუგდიდში და ქვეყანაში, შემოვაბრუნოთ ქვეყანა განვითარებისკენ, გამოვიყვანოთ კრიზისისგან, ადამიანებმა თვალებში გამოიხედოთ, სამსახურები იპოვონ და ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს“, - თქვა უგულავამ.

პოლიტიკოსებმა შეკრებილებს არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.



Print