ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-ზე სულ 285 პირი გამოიკვლიეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 155 პაციენტია მოთავსებული, მათგან 127 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა, 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 26 - ის საშუალო სიმძიმის, ჰოსპიტალიდან 8 ადამიანი გაეწერა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 2672 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1175, გარდაცვლილია - 27 ადამიანი.


კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა.


ამავე თემაზე:

Covid – 19: ხვალიდან სოხუმი დამატებით შეზღუდვებს აწესებს

Print