ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება გაგრძელდება
2020-21 წლებისთვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების, ასევე ამავე სოფლის მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომაზე დღეს მიიღეს.

სხდომა, რომელსაც თეა ახვლედიანი პირველად ესწრებოდა თანათავმჯდომარის და სახელმწიფო მინისტრის რანგში, მასთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გახსნა. შეხვედრაში როგორც კომისიის წევრები ცალკეული უწყებების წარმომადგენლები, ისე ცალკეული მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობდნენ. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კომისიაზე ცალკეული მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები დასვა, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს. კომისიის ფარგლებში ამ პრობლემების გადაჭრის გზები და საშუალებები განისაზღვრა.


ამავე თემაზე:

გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები 1 600 სტუდენტი სრულად დაფინანსდება



Print