ახალი ამბები
კორონავირუსის გამო ზუგდიდის მე-17 და ფოთის მე-6 ბაღები დროებით დაიხურა
სამეგრელოში გამოვლენილი კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევიდან, 2 საბავშვო ბაღს უკავშირდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან ბაღის აღმზრდელები. მისივე ცნობით, კორონავირუსი ზუგდიდის მე-17 და ფოთის მე-6 ბაღის თანამშრომლებს დაუდგინდათ.

"საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - აღნიშნა თორიამ.

ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია.

Print