ახალი ამბები
ანაკლიიდან ქობულეთამდე მდინარეებზე ნატანდამჭერები მოეწყობა
შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთის ჩათვლით, ნატანდამჭერები მოეწყობა. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და მისი სავარუდო ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა. დოკუმენტაციის მიხდვით ნატანდამჭერები 12 მდინარეზე უნდა მოეწყოს:

მდინარე პატარა ენგური - ზუგდიდი, ანაკლია;

მდინარე ხობისწყალი - ყულევში;

მდინარე რიონი (დელტა) - ფოთი;

მდინარე რიონი (არხი) - ფოთი;

მდინარე კაპარჭა - მალთაყვა, ფოთი;

მდინარე სუფსა - სუფსა, ლანჩხუთი;

ურეკის არხი - ურეკი;

მდინარე სეფა - ურეკი;

მდინარე ნატანები - ნატანები, ოზურგეთი;

მდინარე ჩოლოქი - ქობულეთი;

მდინარე კინტრიში - ქობულეთში;

მდინარე დეხვა - ქობულეთი.


ტენდერი 2 ნომბერს, ხოლო სამუშაოები კი გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

Print