ახალი ამბები
ზუგდიდის კიდევ ერთი მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა
ზუგდიდელი 65 წლამდე მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გასულ თვეში დაუდასტურდა, დილით გარდაიცვალა. ის უნივერმაღის ყოფილ შენობაში არსებულ „ოქროს ბირჟაზე“ მუშაობდა, მას აქ ვირუსი ერთ-ერთ პირველს დაუდგინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი თავდაპირველად მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მას თბილისში გადაყვანა რამდენიმე დღეში დასჭირდა. ამავე ცნობით, მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა.

ინფორმაციისთვის, კიდევ ერთი ზუგდიდელი კოვიდ19-ით 18 ოქტომბერს გარდაიცვალა.
Print