რეგიონი
ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ერთ - ერთ  ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით თავდამსხმელი შიგნით იმყოფება და მძევლად ბანკის თანამშრომლები ჰყავს აყვანილი. პოლიციას ამ წუთებში პერიმეტრი გადაკეტილი აქვს და  ჯერჯერობით უცნობია რას ითხოვს ბანკში შეჭრილი ნიღბიანი პირი.

ზუგდიდის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის გამო ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. გამსახურდიას გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
Print