ახალი ამბები
ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა(ვიდეო)
"საქართველოს ბანკიდან" რამდენიმე წუთის წინ ერთი მოქალაქე გამოვიდა. ის პოლიციამ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. მას ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ პირველად დახმარებას, ის სავარაუდოდ შეუძლოდაა.

ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ბანკში შეჭრილმა პირმა გაათავისუფლა.

ინფორმაციისთვის, მანამდე თავდამსხმელმა კიდევ ორი მძევალი, მათ შორის ასაკოვანი ქალი და ორსული ბანკის შენობიდან გაუშვა.

Print