ახალი ამბები
გეგა შენგელია: მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში
ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, იმისთვის ჯერჯერობით უცნობია დამატებითი დეტალები, გარდა იმისა, რასაც შს სამინისტროს წარმომადგენლები ავრცელებენ.

"შესაბამისი სტრუქტრები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ამ მოლპარაკებების დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორც კი გახდება ცნობილი, გეცოდინებათ თქვენც. კონკრეტული ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში, არ გვაქვს, თუმცა მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა", - აცხადებს გეგა შენგელია.

გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან უკვე 6 საათზე მეტია ბანკის თანამშრომლებისა და მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი, ასაკოვანი ქალი გაუშვა. ინფორმაციისთვის, ზუგდიდში იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

შეიარაღებული მამაკაცი ბანკის შენობაში დაახლოებით 6 საათის წინ შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.








Print