ახალი ამბები
"საქართველოს ბანკი" თავდამსხმელმა რამდენიმე პირთან ერთად დატოვა
"საქართველოს ბანკის"  შენობა, თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, სამი მძევლის თანხლებით დატოვა, მას ხელში ეჭირა ჩანთა და ხელყუმბარა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, სად გაემართა ის. ასევე ცნობილია, რომ ბანკიდან ყველა მძევალი გაიყვანეს და იქ სამართალდამცავები იმყოფებიან, თუმცა მედიას პერიმეტრზე ჯერ არ უშვებენ. შსს - ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან ბანკის თანამშრომლებისა და მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია 6 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. 

დღეს შეიარაღებული მამაკაცი ბანკის შენობაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა. 

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

Print