რეგიონი
სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი მიიმალა
ზუგდიდში, საქართველოს ბანკიდან მძევლების თანმხლებით გაქცეულმა ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო. თავისუფალია ყველა მძევალი, მათ შორის, პოლიციის მაღალჩინოსანი. არსებული ინფორმაციით, მან მძევლები უვნებლად გაუშვა.

მამაკაცი შეიარაღებულია, აქვს ავტომატის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.

თავდამსხმელმა წაიღო ფული და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე: 

შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა, სხვა მძევლებთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაიყოლა

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულდა

გეგა შენგელია: მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში

ზუგდიდში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 5 საათზე მეტია მიმდინარეობს

ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

Print