ახალი ამბები
სოხუმი: ვიღებთ ყველა ზომას, რათა ბანკზე თავდამსხმელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს
„ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, რომ დამნაშავე, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს“, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსის რუსტამ ლატიპოვი აცხადებს.

ენგურის გამშვები პუნქტი 19:00 - დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადაკვეთა შეუძლებელია, წერს ადგილობრივი მედია.

იმავე შინაარსის განცხადებას აკეთებს გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი.

თითქმის შვიდაასთიანი მოლაპარაკების შემდეგ ბოროტმოქმედმა ბანკის შენობა ოთხ მძევალთან, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სავნეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ავთანდილ გალდავასთან ერთად, დატოვა. მოგვიანებით, მან მძევლები ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა, თავად კი მიმალვა შეძლო. თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

Print