ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური - ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალიტების კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მინისტრის განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სამართალდამცავები მას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ. გომელაურის ცნობით, თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის "საქართველოს ბანკმა" გადაიხადა

"თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ", - განმარტა მინისტრმა, რომელიც ზუგდიდში იმყოფება.

მისივე თქმით, დეტალებზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებენ, როცა თავდამსხმელს დააკავებენ.

გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან ბანკის თანამშრომლებისა და მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია 7 საათზე მეტხანს მიმდინარეოდა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე:

სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი მიიმალა

შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა, სხვა მძევლებთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაიყოლა

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულდა 

გეგა შენგელია: მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში

ზუგდიდში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 5 საათზე მეტია მიმდინარეობს

შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება 

ზუგდიდის ცენტრში ჯავშანმანქანები გამოჩნდა 

ზუგდიდის ცაზე ვერტმფრენმა დაიწყო პატრულირება

ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა (ვიდეო)

ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა ასაკოვანი და ორსული ქალი ბანკიდან გამოუშვა - თვითმხილველი

ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა




Print