ახალი ამბები
ხობში მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ მისი ბიძაშვილები დააკავეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს საკუთარმა ბიძაშვილებმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ, ის საკუთარი სახლისკენ ფეხით მიემართებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print