ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 134 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid - 19-ზე სულ 445 პირი გამოიკვლიეს, წერს "აბხაზია ინფორმი", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით. გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 123 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27 მძიმე მდგომარეობაშია.

21 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 61 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ქალი  საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონიით 18 ოქტომბერს შეიყვანეს. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 3306 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1289, გარდაცვლილია - 33 ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა.



Print