ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდში გიგი უგულავას დაუჭერს მხარს
პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხარს "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს დაუჭერს. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ დღეს დადიანების სასახლეთა ეზოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერა აუცილებელია. მან შეკრებილებს უგულავას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
Print