ახალი ამბები
ზუგდიდში შს მინისტრი იმყოფება
ზუგდიდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩამოვიდა. მასთან ერთად ადგილზე იმყოფება მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე. სამხარეო პოლიციის შენობაში მათ სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. ძალოვნები შენობაში ისე შევიდნენ, რომ კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებიათ, თუმცა, სავარაუდოდ, თათბირი საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეს უკავშირდება.

Print