ახალი ამბები
სამეგრელოში სინოპტიკოსები 30 გრადუსამდე სითბოს პროგნოზირებენ
დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, სამეგრელოში თბილი და უნალექო ამინდები მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი იქნება. ამავე ცნობით, 29 ოქტომბერს, ღამის საათებში შესაძლოა ტემპერატურამ ოდნავ დაიკლოს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მცირე ნალექი დაფიქსირდეს. სინოპტიკოსები წვიმას 5 ნოემბრამდე არ ვარაუდობენ.
Print
თეგები: ზუგდიდი /